ტესტი სიტორიაში XI - XII კლასებისთვის
1. საქართველოს კათოლიკოს კირიონსა და სომეხ კათოლიკოსის მოადგილეს აბრაჰამს შორის განხეთქილების მიზეზი იყო?
ა) ცურტავის ეპისკოპოსის მოსეს მიერ დიოფიზიტობის აღიარება, (605 წ.)
ბ) ცურტავის ეპისკოპოსის მოსეს მიერ მონოფიზიტობის აღიარება, (608 წ.)
გ) ღმერთის უარყოფა, (603 წ.);
2. რომელ წელს გაფორმდა ნისიბინის პირველი ზავი?
ა) 298 წ. ბ) 296 წ. გ) 290 წ.
3. პირველი ნისიბინის ზავის მიხედვით რომელი ტერიტორიები დაუთმო ირანმა რომს?
ა) კავკასია და მესოპოტამიის დიდი ნაწილი
ბ) კავკასია და სომხეთი
გ) ამიერკავკასია
4. როდის დაიდო მეორედ ნისიბინის ზავი?
ა) 361 წ. ბ) 363 წ. გ) 365 წ.
5. მეორე ნისიბინის ზავის მიხედვით როგორ დასრულდა რომსა და ირანს შორის ურთიერთობა?
ა) ირანმა ნაწილობრივ აღიდგინა უფლებები კავკასიასა და მესოპოტამიის
ნაწილზე,
ბ) ირანმა და რომმა გაინაწილეს კავკასიის ტერიტორიები,
გ) რომმა სრული კონტროლი დაამყარა კავკასიაზე;
6. როდის დაიდო მესამე ნისიბინის ზავი?
ა) 363 წ. ბ) 398 წ. გ) 387 წ.
7. მესამე ნისიბინის ზავის მიხედვით როგორ განაწილდა საქართველოს ტერიტორიები?
ა) ირანმა დაიპყრო სრულიად საქართველო და დაამყარა კონტროლი,
ბ) ლაზიკა რომს ერგო, აღმოსავლეთ საქართველო ირანს,
გ) რომმა დაამყარა სრული კონტროლი საქართველოზე;
8. რომელ წელს გაუქმდა მეფობა სომხეთში?
ა) 428 წ. ბ) 430 წ. გ) 435 წ.
9. რამდენი საერისთავო შეიქმნა V საუკუნეში?
ა) 3, ბ) 5, გ) 7, დ) 9;
10. რომელი საერისთავოები შეიქმნა V საუკუნეში?
ა) აფხაზეთი, სვანეთი, წუქეთი, ეგრისი, ჰერეთი;
ბ) სვანეთი, ეგრისი, კლარჯეთი, ჰერეთი, წუქეთი;
გ) ეგრისი, ქართლი, სვანეთი, კახეთი, ჰერეთი;
11. V ს. 60-იან წლებში ირანის შაჰს პეროზს ვის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა ვახტანგ I ?
ა) ალანების, ბ) შუა აზიის, გ) ოსმალეთის;
12. რომელ კუთხეს განაგებდა ვარსქენ პიტიახში?
ა) ქვემო ქართლს, ბ) შიდა ქართლს, გ) კახეთს;
13. რომელ წელს შეიცვალა ვარსქენ პიტიახშმა სარწმუნოება და ქვეშევრდომობა ითხოვა პეროზ მეფისგან?
ა) 465 წ. ბ) 466 წ. გ) 468 წ.
14. რას ნიშნავს სიტყვა „მეგვადრუცე“?
ა) მოღალატე, ბ) მოვახშე, გ) ვერცხლის მოყვარე;
15. ვახტანგ I დროს რამდენი საეპისკოპოსო ცენტრი ჩამოყალიბდა საქართველოში?
ა) 7; ბ) 12; გ) 14; დ) 20;
16. რომელი ციხესიმაგრეები ააგო ვახტანგ I-მა?
ა) არტანუჯი და შორაპანი,
ბ) უჯარმა და ჭერემი,
გ) არტანუჯი და უჯარმა;
17. რამდენი ადამიანი ეხმარებოდა ვახტანგ გორგასალს ჰუნებისაგან, ირანელების წინააღმდეგ ბრძოლაში?
ა) 100; ბ) 200; გ) 300;
18. ირანელები ვის უწოდებდნენ ნახარარს?
ა) ერისთავებს
ბ) დიდებულებს
გ) მეფეებს;
19. რომელ ბრძოლაში გარდაიცვალა ვახტანგ I დიდაზნაურების ღალატის გამო?
ა) ივრის პირას, სამგორის ველზე,
ბ) შორაპნის ველზე,
გ) უჯარმაში;
20. ვის ეკუთვნის გამოთქმა: „იმპერატორს არასოდეს სძინავს...............“
ა) ვალენტინიანე III,
ბ) იუსტინიანე I,
გ) ჰონორიუს;
21. ვის მიერ იქნა აგებული წმინდა სოფიას ტაძარი და საიმპერეტორო სასახლე კონსტანტინეპოლში?
ა) კონსტანტინე I,
ბ) ვალენტინიანე III,
გ) იუსტინიანე I;
22. რომელ წლებში მოღვაწეობდა იუსტინიანე I?
ა) 525 – 565 წწ.
ბ) 527 – 567 წწ.
გ) 527 – 565 წწ.
23. იუსტინიანე I-მა რომელ წელს დახურა ბიზანტიაში ათენის ფილოსოფოსთა სკოლა?
ა) 527 წ; ბ) 529 წ; გ) 532 წ.
24. რომელი სპარსი მმართველი იყო პლატონის თაყვანიმცემელი?
ა) ისმაილ I,
ბ) ხოსრო I ანუშირვანი,
გ) ოსმან I,
დ) ხოსრო II ნუშირვანი;
25. რომელ წელს იფეთქა აჯანყება კონსტანტინეპოლში, რომელიც იუსტინიანეს ჯარებმა სასტიკად ჩაახშო?
ა) 530 წ; ბ) 532 წ; გ) 535 წ.
26. როდის გამოიცა საბოლოო სახით „იუსტინიანეს კოდექსი“?
ა) 543 წ; ბ) 544 წ; გ) 554 წ.
27. რომელ წელს გამოიცა იუსტინიანეს ნოველები, რომელიც საოჯახო, საჯარო და სამემკვიდრეო სამართალს მოერგო?
ა) 534-536 წწ.
ბ) 535-542 წწ.
გ) 536-544 წწ.
28. „იუსტინიანეს კრებულმა“ რომელი ქართველი მეფის სამართლის წიგნზე იქონია გავლენა?
ა) დავით IV,
ბ) გიორგი V,
გ) ვახტანგ VI;
29. რას ნიშნავს სპარსული სიტყვა „ანუშირვანი“?
ა) ღვთის კურთხეულს,
ბ) უკვდავ სულს,
გ) მეპატრონეს;
30. VI ს. 30-80-იან წლებში ვინ მართავდა სპარსეთს, რომელმაც შეძლო სასანიდურ ირანში სტაბილურობა და ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება?
ა) პეროზი,
ბ) ხოსრო I ანუშირვანი,
გ) ხოსრო II ანუშირვანი;
31. რომელ წლებში მართავდა ხოსრო I ანუშირვანი სასანიდურ ირანს?
ა) 532-580 წ.
ბ) 531-579 წ.
გ) 530-575 წ;
32. ვის უწოდებენ „დეჰყანებს“ სასანიდურ ირანში?
ა) მებაღეებს,
ბ) გლეხებისაგან მეომარი რაზმების შექმნას,
გ) მწყემსებს;
33. სად და ვის მმართველობის დროს გამოიგონეს ნარდის თამაში?
ა) იუსტინიანე I,
ბ) ლეო X,
გ) ხოსრო I ანუშირვანი;
34. როდის გამწვავდა ურთიერთობა ირანსა და ბიზანტიას შორის?
ა) 502-506 წწ.
ბ) 501-505 წწ,
გ) 504-510 წწ;
35. ირანსა და ბიზანტიას შორის ომი როდის განახლდა?
ა) 529 წ; ბ) 527 წ; გ) 528 წ.
36. როდის გაფორმდა ირან ბიზანტიას შორის უვადო ზავი?
ა) 530 წ; ბ) 532 წ; გ) 533 წ.
37. როდის დაიწყო 20-იანი ომი ეგრისში?
ა) 542-562 წწ.
ბ) 540-560 წწ.
გ) 545-565 წწ.
38. სად და რომელ წელს გაფორმდა „საუკუნო ზავი“ ირან-ბიზანტიას შორის?
ა) 560 წ. ალტაში,
ბ) 562 წ. ქ.დარაში,
გ) 565 წ. ხუზესთან;
39. უვადო ზავის დროს ვინ მართავდა სპარსეთს?
ა) ხოსრო I ანუშირვანი,
ბ) ხოსრო II ანუშირვანი,
გ) ოსმან I;
40. როდის გაუქმდა ქართლში მეფობა?
ა) 520 წ; ბ) 523 წ; გ) 532 წ.
41. რას უწოდებდნენ ირანელთა წარმომადგენლებს ქართლში VI ს.
ა) პიტიახშს,
ბ) მარსპანს,
გ) ყაენს;
42. სად იჯდა ირანის წარმომადგენელი საქართველოში? (სად იყო მისი რეზიდენცია)
ა) გორში,
ბ) რუსთავში,
გ) თბილისში;
43. რომელ წელს დაიწყო აჯანყება მეზობელ სომხეთში ირანის წინააღმდეგ?
ა) 570 წ; ბ) 571 წ; გ) 575 წ;
44. რომელ რელიგიურ მიმდინარეობას აღიარებდა სტეფანოზ I-ლი?
ა) დიოფიზიტობას,
ბ) მონოფიზიტობას,
გ) მაზდიანობას?
45. რომელ წლებში მოღვაწეობდა სტეფანოზ I?
ა) 592-604/605 წწ.
ბ) 591-604/605 წწ.
გ) 594-608 წწ.
46. გოთებსა და რომაელებს შორის დაპირისპირების შედეგად რომელი სახელმწიფო ჩამოყალიბდა?
ა) ბიზანტია,
ბ) ფრანკთა სამეფო,
გ) გერმანია;
47. ვინ ჩაუყარა საფუძველი ფრანკთა სამეფოს ჩამოყალიბებას?
ა) შარლ X,
ბ) კარლოს მარტელმა,
გ) ჯეიმს I;
48. რომელ წლებში მოღვაწეობდა კარლოს მარტელი?
ა) 735-741 წწ.
ბ) 737-741 წწ.
გ) 740-745 წწ.
49. რომელ წელს გამოსცა კარლოს დიდმა კაპიტული, რომლის მიხედვითაც გლეხებს გადაეცა 3-4 მანსა მიწის ნაკვეთი?
ა) 806 წ; ბ) 807 წ; გ) 808 წ.
50. როდის და ვის დროს მოიპოვა კათოლიკურმა ეკლესიამ რელიგიური ავტონომია?
ა) პაპ ლეო I (402-417 წწ)
ბ) პაპ ინოკენტი I (402-417 წწ.)
გ) პაპ გრიგოლ IX (412-417 წწ.)
Комментариев нет:
Отправить комментарий