вторник, 22 сентября 2015 г.

ისტორიის ტესტი N 1

ტესტი N1



1.      როდის დაიწყო გერმანული მოდგმის ტომების გადასახლება, რომელიც ისტორიაში ცნობილია „ხალხთა დიდი გადასახლების სახელით“?
                     ა) IV – VIII;        ბ) IV – VI;       გ) IV – VII;
2.      რომელი ტომები სახლობდნენ ალპების ჩრდილოეთ ნაწილში?
                ა) სლავები, მოსინიკები, კელტები;
                ბ) კელტები, გერმანელები, სლავები;
                გ) მოსინიკები, სასპერები, სლავები;
3.      რომელ საუკუნეში დაიწყო გერმანელებსა და რომაელებს შორის პირველი შეტაკებები?
                ა) ძვ.წ. I  საუკ.    ბ) ძვ.წ. II საუკ.   გ) ძვ.წ. III საუკ;
4.      რომაელებმა გერმანელებისაგან თავის დასაცავად სად ააგო „ლიმესის კედელი“; რამდენ კილომეტრზე იყო „ლიმესი“ გადაჭიმული?
                           ა) რაინისა და ზემო დუნაის, 500 კმ.
                           ბ) ბალკანეთის, 500 კმ.
                          გ) ვოლგისა და დუნაის, 500 კმ.
5.      როდის დაიშალა „ლიმესის კედელი“?
                       ა) IV ს.   ბ) IV ს. ბოლოსა და   V ს. დასაწყისში;    გ)  V  ს.
6.      როდის გაბატონდა სასანიდური ირანის იმპერია?
                 ა) 225-250;       ბ) 226 – 650;    გ) 250-650;
7.      რომელ წელს დაესხნენ ჰუნები თავს გოთებს?
                 ა) 375 წ.        ბ) 378 წ.     გ) 380 წ.   დ) 382 წ.
8.      რომელი საუკუნეებით თარიღდება შემოსევები რომის იმპერიაში?
ა) I-IV  ს.    ბ) I-V ს.      გ) II-IV  ს.       დ) IV-VI  ს.
9.      378 წ. ქალაქ ანდრიანოპოლის მახლობლად  რომაელებსა და ვესტგოთებს შორის შეტაკებისას,  ვინ სარდლობდა რომაულ არმიას, როგორი შედეგებით დასრულდა ომი?
                  ა) ადრიანე, გოთების დამარცხებით;
                  ბ) ვალენტინიანე, რომაელების დამარცხებით;
                  გ) ოდოაკრი, გოთების დამარცხებით;
10.  რომელ წელს დაზავდა ვესტგოთები და რომაელები?
                   ა) 378 წ;   ბ) 380 წ;   გ) 382 წ;   დ) 386 წ;
11.  როდის გაიყო რომი ორ ნაწილად?
                  ა) 388 წ;   ბ) 395 წ;   გ) 398 წ;
12.  ჰონორიუსის მცირეწლოვნების დროს ვინ მართავდა დასავლეთ რომს?
                  ა) ოდოაკრი;    ბ) სტილიქონი;   გ) ატილა;
13.  სად გაიქცა ჰონორიუსი, როდესაც დასავლეთ რომის იმპერია ქალაქის დაცვის ხელმძღვანელობის გარეშე დარჩა?
                   ა) ბაღდადში;   ბ) აღმოსავლეთისკენ;   გ) რავენაში;
14.  როდის დაეცა ქალაქი რომი?
                     ა) 410 წ.      ბ) 398 წ.      გ) 402 წ.
15.  ვინ ხელმძღვანელობდა ჰუნების ჯარს რომზე ალყის შემორტყმის დროს?
                   ა) ოდოაკრი;      ბ) ალარიხი;       გ) სტილიქონი;
16.  ვისი სიტყვებია:   „ოღონდ იტალიას გაეცალეთ, სამხრეთ გალია თქვენთვის დამითმიაო....................“
                    ა) არკადიუსი;       ბ) სტილიქონი;      გ) ჰონორიუსი;
17.  ვინ გვაწვდის ცნობებს „მარადიული ქალაქი რომის“  დაცემის შესახებ?
                    ა) VI  ს. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი;
                   ბ) VII ს.  გოთი ისტორიკოსი იორდანისი;
                   გ) ნეტარი ავგუსტინე;
18.  სად მდებარეობს  კატალაუნის ველი?
                   ა) დუნაისა და რაინის მისადგომებთან;
                   ბ) ქ.ტრუას ჩრდილოეთით, შამპანის პროვინციაში, საფრანგეთი;
                  გ) კუნძულ კრეტაზე;
19.  როდის მოხდა ბრძოლა კატალაუნის ველზე?
                   ა) 451 წ.     ბ) 452 წ.     გ) 453 წ.        დ) 455 წ.
20.  ვის უწოდებდნენ „ღვთის რისხვას“?
                   ა) ოდოაკრს;      ბ) ატილას;      გ) სტილიქონს;
21.  ვინ მართავდა რომს ჰუნების შემოსევისას?
                    ა) ვალენტინიანე I;    ბ) ვალენტინიანე III;      გ) არკადიუსი;
22.  რომელ პაპს უწოდეს „დიდი“?
                      ა) ლეო I;      ბ) ლეო II;       გ) გრიგოლ  IX;
23.  455 წ. ვისი მეთაურობით განხორციელდა რომის მეორედ დარბევა?
                      ა) ვანდალი, ჰაიზერიხი,
                      ბ) ჰუნი, ატილა,
                     გ) გოთი, სტილიქონი;
24.  რომელ წელს გამოაცხადეს ყმაწვილი რომულუს ავგუსტუსი იმპერატორად?
                      ა) 472 წ.       ბ) 475 წ.        გ) 476 წ.
25.  ვინ და როდის ჩამოაგდოდასავლეთ რომის იმპერატორი ტახტიდან?
                      ა) 475 წ. სტილიქონმა,
                      ბ) 476 წ.  ჰაიზერიხმა,
                      გ) 476 წ. ოდოაკრმა;
26.  რომელმა დამპყრობელმა თქვა უარი დიადემაზე და მეწამული ფერის მანტიაზე?
                     ა) სტილიქონი,      ბ) ოდოაკრი,      გ) ჰაიზერიხი;
27.  რომელი დედაქალაქი აშენდა 330 წ. ბოსფორის სრუტის სანაპიროზე?
                   ა) ალექსანდრია,    ბ) კონსტანტინეპოლი,     გ) ანტიოქია;
28.  რას ნიშნავს სიტყვა „ბასილევსი“?
                   ა) „ღვთისგან კურთხეულ მეფეს“,
                    ბ) იმპერატორს,
                   გ) დიდგვაროვანს;
29.  რას უწოდებდნენ ბერძნულად „სენატს“?
                   ა) პარლამენტს,    ბ) უხუცესთა საბჭოს,   გ) სინკლიტს;
30.  რომელი საუკუნეები ითვლება ბიზანტიის ოქროს ხანად?
                  ა) III-VIII  სს.           ბ) IV-VI  სს.       გ) VI-VII  სს.
31.  რომელ საუკუნეში გავრცელდა ქრისტიანობა რომის საზღვრებში?
                  ა) IV ს.             ბ) ს.           გ) VI  ს.
32.  როდის მიანიჭა კონსტანტინე I ქრისტიანობას რომში გამორჩეული ადგილი?
                 ა) 324 წ.         ბ) 325 წ.         გ) 326 წ.
33.  ვინ აღწერა კონსტანტინე დიდის ცხოვრება?
                  ა) სალვიანემ,     ბ) ზოსიმემ,      გ) ევსები კესარიელმა;
34.  რომელ წერს და რომელი ბრძოლის შემდეგ გამოესახა კონსტანტინე  I     40 000 რომაელ ლაშქართან ერთდ ცაზე ჯვარი?
                  ა) 310 წ. მაქსტენციუსზე გამარჯვების,
                  ბ) 312 წ. ბურგუნდთა წინააღმდეგ ბრძოლისას,
                  გ) 312 წ. მაქსტენციუსზე გამარჯვების;
35.  რას უწოდებენ იმპერატორ კონსტანტინე I  ბრძანებით ფარრებზე ამოტვიფრულ ჯვარს?
                    ა) ლაბარუმი,      ბ) სვასტიკა,      გ) ჯვარი წამებისა;
36.  რომელმა ბურგუნდთა მეფის ასულმა გააქრისტიანა თავისი მეუღლე და შვილები?
                   ა) კლოტილდამ, ფრანკთა მეფის ხლოდვიგის ასულმა,
                   ბ) კლეოპემ, ბურგუნდთა მეფე ხლოდვიგის ასულმა,
                  გ) კლოტილდამ, ბურბონთა მეფე ხლოდვიგის ასულმა;
37.  როგორ ხდებოდა ფრანკთა სამეფოში იმპერატორად კურთხევა?
                   ა) „წმინდა ჭურჭლიდან“,      ბ) წყლით,       გ) ზეთით;
38.  როდის მოინათლა ხლოდვიგი ქრისტიანულად?
                    ა) 493 წ. 25  დეკემბერს,
                    ბ) 496 წ. 25 დეკემბერს,
                    გ) 495 წ. 12 აგვისტოს;
39.  ვის მიერ მოინათლა ხლოდვიგი ქრისტიანულად?
                   ა) რეიმსის ეპისკოპოსის რემიგიუსის  მიერ,
                   ბ) რეიმსის ეპისკოპოსის ლეო I მიერ,
                    გ) რეიმსის ეპისკოპოსის ლეო III  მიერ;
40.  სომხეთში ქრისტიანობა  სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა?
                     ა) 301 წ.      ბ)  305 წ.    გ) 307 წ.     დ) 309 წ.
41.  სომხეთის ეკლესიის პირველი ეპისკოპოსი იყო?
                     ა) გრიგოლ განმანათლებელი,     ბ) იაკობი,    გ) აბრაამი;
42.  რომელი მეფის დროს გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად სომხეთში?
                ა) მითრიდატე  II,    ბ) თრდატ III  დიდი,     გ) მითრიდატე VI,   დ) თრდატ  I;
43.  რომელი ქალწული ეწამა სომხეთში თრდატ III  დიდის  მართველობის დროს?
                ა) რიფსიმე და გაიანე,       ბ) სუსანა და რიფსიმე,    გ) გაიანე და ნინო
44.  რამდენი წელი გაატარა გრიგოლ ეპისკოპოსმა ხორ ვირაპის ქვის ორმოში?
                    ა) 10 წ.     ბ) 13 წ.      გ) 15 წ.     დ) 17 წ.
45.  რამდენი წლის იყო ნინო როდესაც ზაბულონმა უარყო საერო ცხოვრება?
                   ა) 10 წ.     ბ) 11 წ.      გ) 12 წ.     დ) 15 წ.
46.  რომელ საუკუნეში გავრცელდა საქართველოში ქრისტიანობა პირველად?
                    ა) I,              ბ) IV,              გ) V,              დ) VI;
47.  ვინ იყვნენ პირველი განმანათლებლები?
                    ა) სვიმონ კანანელი, მატათია, ზაბულონი,
                    ბ) ანდრია პირველადწოდებული, სვიმონ კანანელი, მატათია,
                     გ) პეტრე, სვიმონი და ანდრია;
48.  რომელი წმინდანია დაკრძალული ანაკოფიაში?
                      ა) ანდრია,       ბ) სვიმონი,     გ) მატათია;
49.  რომელ საუკუნეებში გაიმართა საეკლესიო კრებები?
                       ა)  IV-VIII სს.         ბ)  IV-VI    სს.               გ) IV – VII  სს.
50.  აირჩიე სწორი პასუხი:
                     ა) მსოფლიო საეკლესიო კრებები ჩატარდა - 325 წ. ნიკეაში, 381 წ. 
            კონსტანტინეპოლში, 431 წ. ეფესოში, 451 წ. ქალკედონში,  553 წ. 
            კონსტანტინეპოლში,  680-681 წ. კონსტანტინეპოლში,  787 წ. ნიკეაში;
                ბ) მსოფლიო საეკლესიო კრებები ჩატარდა - 325 წ. ნიკეაში, 381 წ. 
            კონსტანტინეპოლში, 431 წ. ქალკედონში, 451 წ.  ეფესოში,  553 წ. 
            კონსტანტინეპოლში,  680-681 წ. ანატოლიაში,  787 წ. ნიკეაში;
                გ) მსოფლიო საეკლესიო კრებები ჩატარდა - 315 წ. ნიკეაში, 361 წ. 
             კონსტანტინეპოლში, 451 წ. ეფესოში, 471 წ. ქალკედონში,  583 წ.
             კონსტანტინეპოლში,  680-681 წ. კონსტანტინეპოლში,  787 წ. ნიკეაში;

Комментариев нет:

Отправить комментарий